Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის ლიდერი ოპტიმისტურად არ უყურებს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას


ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ის ოპტიმისტურად არ უყურებს ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას. ამ შეთანხმებას აპრილში გამართულ რეფერენდუმზე ჰოლანდიელმა ამომრჩეველმა უარი უთხრა. ევროკავშირის წევრ ყველა სხვა ქვეყანაში შეთანხმების გაფორმებას დათანხმდნენ, მაგრამ ჰოლანდიის გადაწყვეტილებამ მისი ბედი საეჭვო გახადა. ევროკავშირის ლიდერებმა რუტეს მიმართეს თხოვნით 20-21 ოქტომბრის ბრიუსელის სამიტისთვის შეემუშავებინა პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც შეთანხმებას ძალაში დატოვებდა და თან უპასუხებდა ამომრჩევლის შიშებს, რომ შეთანხმებამ შესაძლოა მომავალში უკრაინასთან სამხედრო და ფინანსური კავშირების გაღრმავება მოიტანოს. მაგრამ რუტემ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არ უყურებს ყველა მხარისთვის მისაღები კომპრომისის პოვნის პერსპექტივას - თუმცა, რუტე ამბობს, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს ჰოლანდიის პარლამენტთან, უკრაინასთან და ევროკავშირთან.

XS
SM
MD
LG