Accessibility links

გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტოს ხელმძღვანელი გმობს სირიაში ჩადენილ „ისტორიულ დანაშაულებს“


ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტომ საგანგებო სხდომა მიუძღვნა სირიის ომით გაჩანაგებულ ქალაქ ალეპოს. სხდომაზე, რომელიც ბრიტანეთის ინიციატივით იმართება, განიხილავენ მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული და სადაც 250,000-მდე სამოქალაქო პირია თავდასხმის ქვეშ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სირიის მთავრობის მხრიდან. 47-წევრიან საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს მთავარმა წარმომადგენელმა, ზეიდ რა’ად ალ-ჰუსეინმა მოითხოვა ნაბიჯების გადადგმა „ისტორიული მასშტაბის დანაშაულთა“ წინააღმდეგ. „შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები განაგრძობენ ნაღმების და სხვა საბრძოლო მასალების სროლას დასავლეთ ალეპოს სამოქალაქო პირებით დასახლებულ რაიონებში, მაგრამ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის უდიდესი წილი მოდის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე მთავრობის ძალების და მათი მოკავშირეების მიერ მიტანილ, განურჩეველ საჰაერო იერიშებზე“ - განაცხადა ზეიდმა. აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მინისტრმა, ტობიას ელვუდმა მოსკოვი გააკრიტიკა ალეპოში „სამარცხვინო“ ნაბიჯების გამო და განაცხადა - „რუსეთო, შენ სიტუაციას აუარესებ, მისი გადაჭრის ნაცვლადო“.

XS
SM
MD
LG