Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოთხ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს განმეორებითი კენჭისყრა


22 ოქტომბერს საქართველოში განმეორებითი კენჭისყრა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე, სოფელ განმუხურში კი, ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება. ასევე, განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, ზუგდიდში სამ უბანზე ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა.

XS
SM
MD
LG