Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი ერაყში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი ჩავიდა ერაყში, სადაც სახელმწიფო ჯარები და ქურთთა სამხედრო დაჯგუფება „ფეშმერგა“ მეექვსე დღეა ახორციელებენ ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციას ქალაქ მოსულის ჯიჰადისტებისაგან გასათავისუფლებლად. 22 ოქტომბერს კარტერი შეხვდება ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალი აბადის და მასთან ერთად ოპერაციის დეტალებს განიხილავს. ერაყში ჩასვლამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. კარტერის თქმით, ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა „პრინციპული შეთახმება“ მოსულის განთავისუფლების ოპერაციაში თურქეთის როლის შესახებ. კარტერის ერაყში ვიზიტამდე ორი დღით ადრე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში, სადაც 100 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ერაყის არმიისა და „ფეშმერგას“ მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG