Accessibility links

logo-print

რუსეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 19 კაცი დაიღუპა


19 კაცი დაიღუპა "მი-8"-ის ტიპის შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად რუსეთის იამალის რეგიონში. შვეულმფრენის ავარია პარასკევს მოხდა დასახლებულ პუნქტ ურენგოის მახლობლად. ამ დროისათვის შვეულმფრენში ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 22 კაცი იმყოფებოდა. კატასტროფის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იუწყებიან, რომ მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც ავიაკომპანია „სოკოლს“ ეკუთვნოდა, ასრულებდა რეისს სუზუმის საბადოების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG