Accessibility links

logo-print

მოგერიებულია იერიში ერაყის ქალაქ კირკუკზე


ერაყის შეიარღებულმა ძალებმა მოიგერიეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ძლიერი შეტევა და აღადგინეს კონტროლი ნავთობის მომპოვებელ მნიშვნელოვან ცენტზე. ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 22 ოქტომბერს ქალაქის ხელისუფლება გააუქმა კომენდანტის საათი, რაც მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ხუთშაბათს ჯიჰადისტები ქალაქის რამდენიმე პოლიციის უბანზე შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად ერაყის უსაფრთხოების ძალების 18 მებრძოლი და ელექტროსადგურის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG