Accessibility links

logo-print

რუსეთისა და ჩინეთის ჰაკერულმა ჯგუფებმა იკისრეს პასუხისმგებლობა მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე


რუსეთისა და ჩინეთის ჰაკერულმა ჯგუფებმა აიღეს პასუხისმგებლობა მასშტაბურ თავდასხმებზე, რამაც პოპულარული ვებსაიტების გათიშვა გამოიწვია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაწყებული, ევროპითა და აზიით დამთავრებული. „ახალი მსოფლიოს ჰაკერებმა“ ტვიტერის საშუალებით გაავრცელეს ცნობა ამის შესახებ, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ამის მტკიცებულება. ჰაკერთა განცხადებით, მათ შექმნეს კომპიუტერული ქსელი სახელწოდებით „ზომბი“,რაც წამში 1.2 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებს აქვეყნებდა კომპანია „Dyn Inc“-ს მიერ მართულ სერვერებზე. კომპანია, რომელიც ისეთ აღიარებულ ვებსაიტებს ემსახურება, როგორებიცაა „ტვიტერი“, „ნეტფიქსი“ და "ფეიპალი“, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ დგას ასეთი ჰაკერული თავდასხმის უკან.

XS
SM
MD
LG