Accessibility links

logo-print

საარჩევნო კომისიამ შეაჯამა განმეორებითი კენჭისყრის შედეგები


22 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგების დათვლის შედეგად,ზუგდიდის სამივე უბანზე უპირატესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ედიშერ თოლორაიამ მოიპოვა, მარნეულის ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, აკმამედ იმამყულიევი დაწინაურდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, განმეორებითი კენჭისყრის შედეგებმა ვერ მოახდინა გავლენა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე. რის გამოც არჩევნების მეორე ტური მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებშიც 30 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG