Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი უარყოფს თავის კავშირს სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებასთან


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკით“ გამოეხმაურა თავისი მეუღლის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას. 23 ოქტომბერს ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას, იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას“, - აცხადებს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც უარყოფს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი მეუღლის კარნახით გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG