Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ვიეტნამის ომის სახელგანთქმული მოწინააღმდეგე, ამერიკელი აქტივისტი, ტომ ჰაიდენი


76 წლისა გარდაიცვალა სტუდენტთა მოძრაობის სახელგანთქმული ლიდერი 60-იანი წლების აშშ-ში, ტომ ჰაიდენი, რომელიც ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთიწამყვანი პირი ყო. ჰაიდენი კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში გარდაიცვალა ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ. სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი ჰაიდენი გახდა მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლისას, როცა დაარსა ჯგუფი: „სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. ის იყო ერთ-ერთი სტუდენტთაგანი, რომლებიც დააპატიმრეს ჩიკაგოში, 1968 წელს, შეთქმულების ბრალდებით, დემოკრატიული პარტიის ყრილობისას, როცა შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. მოგვიანებით, პროცესებისა და მოწოდებების შემდეგ,მას ბრალდებები მოუხსნეს. მისი პირველი ცოლი იყო მსახიობი და აქტივისტი, ჯეინ ფონდა. 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, ტომ ჰაიდენი კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო.

XS
SM
MD
LG