Accessibility links

logo-print

ერაყის ჯარი და ქურთთა რაზმები მოსულს სამი მხრიდან უტევენ


ერაყის და ქურთთა ფეშმერგის ჯარები 24 ოქტომბერს სამი მხრიდან უტევენ ქალაქ მოსულს, და მათ აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე სოფლები დაიკავეს. ერაყის და ქურრთა ჯარს ჰაერიდან მხარს უჭერს აშშ-ის ავიაცია. კოორდინირებული ქმედების შედეგად მათ ცხრა სოფელი დაიკავეს ჩრდილო-აღმოსავლეთში და მოსულისკენ 9 კილომეტრით წაიწიეს. ქურთული ავტონომიის პრეზიდენტმა, მასუდ ბარზანიმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს ეშ კარტერს განუცხადა, რომ ფეშმერგამ დაიკავა სტრატეგიული ქალაქი მაშიყა, მოსულიდან 24 კილომეტრში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქული ტანკები და არტილერია მხარს უჭერენ ფეშმერგას, მიუხედავად ერაყის პრემიერი მოწოდებისა, არ ჩაერიოს თურქეთის არმია ბრძოლაში. ცნობით, ერაყის ჯარმა გაათავისუფლა ისტორიულად ქრისტიანთა ქალაქი ჰამდანია.

XS
SM
MD
LG