Accessibility links

logo-print

ნატოს ამერიკელი გენერალი: მსხვერპლის ზრდის მიზეზი ავღანეთის ჯარში ცუდი მართვაა


აშშ-ის მაღალი რანგის ნატოელმა გენერალმა განაცხადა, რომ მართვაში ნაკლოვნება იწვევს ავღანეთის არმიასა და პოლიციაში მაღალი რაოდენობის მსხვერპლს. აშშ-ის არმიის გენერალმა, ჯონ ნიკოლსონმა ეს განაცხადა ქაბულში, რეპორტიორების წინაშე. ავღანეთის არმიას ორი წელი უსრულდება, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების პასუხისგებლობა ჩაიბარა. ნიკოლსონის თანახმად, ავღანეთის სამხედროები, ქუჩის დონეზე, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ მათ თალიბანთან და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში აკლიათ სათანადო მომარაგება, არ აქვთ საკმარისი სურსათი, წყალი, ტყვია-წამალი, და მათი მეთაურები არ არიან მათთან ერთად. მისი თქმით, ეს უფრო ეხება ავღანეთის პოლიციას,ნაკლებად - ნაციონალურ არმიას.

XS
SM
MD
LG