Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი გადალახა სამმა საარჩევნო სუბიექტმა. „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო ხმების 48,68%, ანუ 44 მანდატი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,11%, ანუ 27 მანდატი და „პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ხმების 5.01%, რაც 6 მანდატის ტოლფასია. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 73 ოლქიდან 23-ში პირველსავე ტურში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს. დანარჩენ ოლქებში 30 ოქტომბერს ჩატარდება პარლამენტის არჩევნების მეორე ტური.

XS
SM
MD
LG