Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გლეხთა და „მწვანეთა“ კავშირმა გაიმარჯვა


ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების კვირას გამართულ მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა ლიტვის გლეხთა„მწვანეთა“ კავშირმა. წინასწარი მონაცემებით, კავშირს 141 სადეპუტატო მანდატიდან, სულ მცირე, 56 ერგება. წინა არჩევნების შემდეგ "კავშირს" მხოლოდ ერთი ადგილი ჰქონდა სეიმში. სიაში მისმა ლიდერმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერობის კანდიდატმა, საულიუს სკვერნიალისმა განაცხადა, რომ ცენტრისტები მზად არის კონსერვატორებთან და სოციალ-დემოკრატებთანაც მოსალაპარაკებლად სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG