Accessibility links

logo-print

პლუტონიუმის ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლა თითქმის დამტკიცებულია


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც შეაჩერებს აშშ-სა და რუსეთს შორის პლუტონიუმის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას. კომიტეტი მიმართავს ორივე პალატას, დაამტკიცონ კანონი, რომელსაც უკვე მიემხრო ქვედა პალატა, იგივე სახელმწიფო დუმა. ადრე, პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც შეიცავს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსკოვი თანახმაა, ი დარჩეს პლუტონიუმის შეთანხმებაში. პირობებს შორისაა იმ სანქციების გაუქმება, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება, რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდა სანქციებით მიყენებული ზარალისთვის და აშშ-ის ჯარის შემცირება ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. პარლამენტში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა, რომ „აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია არ წავა მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე პლუტონიუმის ნარჩენების განადგურების შეთანხმების გულისთვის, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტის მოქმედების შეჩერება უვადო იქნება“.

XS
SM
MD
LG