Accessibility links

ფინანსთა მინისტრი: დარწმუნებულნი ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას


საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას შეინარჩუნებს. ხადურის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე განმარტა, რომ იყო ერთჯერადი, მსხვილი ტრანზაქციები, რომლებიც დასრულებულია. „იმედი გვაქვს და დარწმუნებულნი ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 38 თეთრს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG