Accessibility links

„ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მან მოაწყო თავდასხმა პაკისტანში პოლიციის აკადემიაზე


ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა პაკისტანში, ქალაქ ყუეტაში, პოლიციის აკადემიის წინააღმდეგ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, სულ ცოტა, 59 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, წუხელ ამ ჯგუფის მებრძოლებმა მიიტანეს იერიში აკადემიაზე. როგორც იუწყებიან, თავდასხმაში სამიდან ექვსამდე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და უშიშროების ძალებმა ერთ-ერთის ლიკვიდაცია შეძლეს. ხოლო ორი დაიღუპა მათივე მოწყობილობების აფეთქების შედეგად. თავდასხმა მოეწყო ღამით, როცა კადეტებს ეძინათ.

XS
SM
MD
LG