Accessibility links

logo-print

ერაყი „ოპეკს“ სთხოვს გამონაკლისის დაშვებას, რათა არ მოუწიოს ნავთობის წარმოების შემცირება


ერაყმა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაცია „ოპეკს“ მიმართა თხოვნით, დაუშვას გამონაკლისი ერაყისათვის, რათა მასზე არ გავრცელდეს ნავთობის წარმოების შემცირების გეგმა. ერაყის განმარტებით, მას ფული სჭირდება ქალაქ მოსულის ასაღებად ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ეს საკითხი ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრმა, ჯაბარ ალი ალ-ლუაიბიმ გასული კვირის მიწურულს წამოჭრა „ოპეკის" წევრებთან, რასაც მომდევნო დღესვე შედეგად მოჰყვა ნედლი ნავთობის ერთი პროცენტით გაიაფება. „ოპეკის“ გეგმაა, ნოემბერში კარტელის წევრების შეხვედრაზე მოითხოვოს ნავთობის წარმოების დღეში 750 ათასი ბარელით შეკვეცა. თუმცა, მან უკვე დაუშვა გამონაკლისი ირანისათვის და ასევე შესაძლებელია დაუშვას ნიგერიისა და ლიბიის შემთხვევებში. ერაყი დღეში 4,7 მილიონ ბარელს აწარმოებს და „ოპეკის“ წევრებიდან მეორე ადგილზეა საუდის არაბეთის შემდეგ.

XS
SM
MD
LG