Accessibility links

logo-print

გაერო: წელს 3470 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, წელს 3740 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, ევროპაში მოხვედრის მცდელობისას. შარშან დაღუპულთა რიცხვმა 3771 შეადგინა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივნის, უილიამ სპინდლერის დღევანდელი განცხადებით, მსხვერპლის წლევანდელი მაჩვენებელი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გამო, რომ შარშან გაცილებით მეტმა ადამიანმა სცადა ხმელთაშუა ზღვით ევროპაში ჩასვლა. „თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან მილიონზე მეტმა ადამიანმა სცადა ხმელთაშუა ზღვის გავლა და დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც წელს, როცა სამჯერ უფრო ნაკლები შეეცადა, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ არის გაზრდილი“, აღნიშნა სპინდლერმა.

XS
SM
MD
LG