Accessibility links

სერბიის პრეზიდენტი „დამამცირებლად“ მიიჩნევს ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს


სერბიის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი "დამამცირებლად" მიიჩნევს პირობებს, რომლებსაც მის ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად უყენებენ. ნიკოლიჩმა 24 ოქტომბერს ბელგრადში უთხრა სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერარს, რომ სერბია მიიღებს ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ფასეულობებს მიუხედავად იმისა, რომ 28-წევრიანი ბლოკი „კრიზისით“ არის მოცული. ნიკოლიჩს არ დაუკონკრეტებია, რომელ პირობებს მიიჩნევს „დამამცირებლად“, მაგრამ შესაძლოა გულისხმობდეს ევროკავშირის ზოგი წევრის მოთხოვნას კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შესახებ. სერბიას, რომელიც რუსეთის ტრადიციული მოკავშირეა, სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კატეგორიულ უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამავე დროს ბელგრადი განიცდის ინტენსიურ ზეწოლას რუსეთისაგან მოწოდებით, გადაიფიქროს ევროკავშირში შესვლა.

XS
SM
MD
LG