Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: „ისლამური სახელმწიფო“ სამოქალაქო პირებს ხოცავს ერაყის ქალაქ მოსულთან


გაეროს განცხადებით, ის იღებს ცნობებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები სამოქალაქო პირებს ხოცავენ ერაყის ქალაქ მოსულთან, რომლის ასაღებადაც მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ ერაყის ჯარი და მისი მოკავშირეები. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 25 ოქტომბრის განცხადებით, მოსულის სამხრეთით, 354-მდე კილომეტრში მდებარე სოფელ ტულუ ნასერში იპოვეს 70-მდე გვამი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით. თუმცა, კომისია აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი წყაროებისათვის ძალიან ძნელია ერაყში დანაშაულებზე ინფორმაციის შემოწმება. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის პრესმდივანმა რუპერტ კოლვილმა 25 ოქტომბერს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომისიას აწვდიან ცნობებს სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრთა თავდასხმების შესახებ.

XS
SM
MD
LG