Accessibility links

გერმანიამ გააუქმა „სომეხთა ხოცვა-ჟლეტის“ გამო სტამბოლში დაგეგმილი კონცერტი


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გააუქმა დაგეგმილი კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას და მილიონ ნახევარი სომხის გადასახლებას. გადაწყვეტილება ბევრს აფიქრებინებს, რომ გერმანიამ თურქეთს დაუთმო. სომეხთა მასობრივ ხოცვას ბევრი სახელმწიფო და მეცნიერი მიიჩნევს „გენოციდად“. თურქეთი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვლის, რომ სომხები სამოქალაქო არეულობის დროს დაიხოცნენ, რომ ეს არ იყო ოსმალეთის მმართველი ძალის მიერ მიერ მოწყობილი აქტი ქრისტიანული უმცირესობის მოსასპობად. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაან შეატყობინა დრეზდენის სიმფონიურ ორკესტრს, რომ კონცერტი დაგეგმილ დღეს, 13 ნოემბერს არ ჩატარდება. ორკესტრი აცხადებდა, რომ "კონცერტი მოაშუშებდა, თურქეთის და სომხური წარსულის ჭრილობებს“. დრეზდენის სიმფონიურმა ოკესტრმა კონცერტზე მიწვევები გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოანსა და პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს. გერმანიის მთავრობის მიართ საკუთრივ გერმანიაში გამოითქვა მკვეთრი კრიტიკა კონცერტის გაუქმების გამო.

XS
SM
MD
LG