Accessibility links

logo-print

ნადია სავჩენკო მოსკოვში ესწრება ორი უკრაინელის სასამართლოს


უკრაინის პარლამენტის წევრი ნადია სავჩენკო ჩავიდა მოსკოვში, რათა დაესწროს ორი უკრაინელის სასამართლო პროცესს, რომელზეც განიხილავენ 90-იანი წლების ჩეჩნეთის ომში ბრალდებულთა შესაძლო მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. სოციალური მედიით დღეს გავრცელებულ ცნობაში სავჩენკო ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც მხოლოდ პროცესზე დასწრებით დაუჭიროს მხარი თანამოქალაქეებს. უკრაინა განსასჯელებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და მოსკოვს მათი ექსტრადიციის თხოვნით მიმართავს.

XS
SM
MD
LG