Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი


თანამდებობიდან გადადგა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე რუსეთი დაადანაშაულა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, ხოლო ჩერნოგორიის ოპოზიციას ბრალი დასდო კრემლთან თანამშრომლობაში. გუშინ ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ 16 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში აშკარად შეინიშნებოდა „უცხოური ფაქტორი“. კენჭისყრის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს 20 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ჯუკანოვიჩისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმების დაგეგმვაში. რუსეთი გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ჯუკანოვიჩის მთავრობის სწრაფვას ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ, ხოლო ოპოზიციის ლიდერები ბოლო ხანს ხშირად სტუმრობდნენ მოსკოვს. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ჯუკანოვიჩმა, რომლის პროდასავლურმა პარტიამ, მართალია, არჩევნები მოიგო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, თვითონ მოაწყო გადატრიალების მცდელობის ინსცენირება, რათა საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა.

XS
SM
MD
LG