Accessibility links

სრული შემადგენლობით გადადგა ყირგიზეთის მთავრობა


სრული შემადგენლობით გადადგა ყირგიზეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ სოორონბაი ჯეენბეკოვის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ადმინისტრაციამ. ორი დღის წინ ატამბაევის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დატოვა მმართველი კოალიცია, რაც მისი დაშლის წინაპირობა გახდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილების მიზეზად იქცა კოალიციის უარი, მიეღო მისი წევრი ოთხი პარტიის მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოებას. პროექტს მკაცრად აკრიტიკებდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია, კიდევ უფრო განამტკიცოს პრეზიდენტ ატამბაევის ძალაუფლება. ყირგიზეთის მოქმედი კონსტიტუცია მიღებულ იქნა 2010 წლის ივნისში, როცა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად ჩამოაგდეს მაშინდელი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი.

XS
SM
MD
LG