Accessibility links

„როსკომნადზორი“ სოციალურ ქსელ „ლინკდინის“ დაბლოკვას მოითხოვს


რუსეთის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც მოითხოვს უფლებას, დაბლოკოს აშშ-ში დაარსებული სოციალური ქსელი „ლინკდინი“. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც „როსკომნადზორის“ პრესმდივანმა, ვადიმ ამპელონსკიმ „ინტერფაქსის“ კორესპონდენტს უთხრა, სარჩელი უწყებამ ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტანა. ამპელონსკის თქმით, 2010 წლიდან დღემდე აღირიცხა „ლინკდინის“ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაჟონვის რამდენიმე შემთხვევა. პრესმდივანმა დასძინა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლო უახლოეს მომავალში სარჩელის წინააღმდეგ „ლინკდინის“ აპელაციასაც განიხილავს. 19 ოქტომბერს „ლინკდინმა“ გამოაცხადა, რომ ჩეხეთში რუსი ჰაკერის, ევგენი ნიკულინის ამასწინანდელი დაკავება უკავშირდება „ლინკდინის“ ვებსაიტზე 2012 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას.

XS
SM
MD
LG