Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა აფხაზური ენის დღე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა აფხაზური ენის დღე. „აფხაზური ენა ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაა და მინდა, მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ. „ჩვენ გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში" - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აფხაზური ქართულთან ერთად, კონსტიტუციური ენაა და სახელმწიფოს მისი დაცვის და განვითარების ვალდებულება აქვს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აფხაზური ენის დაცვა ქართველებისა და აფხაზების საერთო ამოცანაა. „ეს არის საწინდარი ჩვენი ურთიერთობების აღდგენის, შერიგების და ერთიან, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში თანაცხოვრების, სადაც ყველა ეთნოსი დაცულია და აქვს განვითარებისთვის თავისუფალი სივრცე“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

XS
SM
MD
LG