Accessibility links

ბავშვი და პედაგოგები დაიღუპნენ სირიის იდლიბის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად


22 ბავშვი და 6 პედაგოგი დაიღუპა სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNISEF) იუწყება. „ეს არის ტრაგედია, ძალადობა და თუ მიზანმიმართული ქმედება იყო, სამხედრო დანაშაულია“ - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ენტონი ლეიკის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. სირიის სამოქალაქო თავდაცვის აქტივისტების ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში დაიბომბა პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგეთა მიერ კონტროლირებული დასახლებული პუნქტის, ხასის საცხოვრებელი უბანი და სკოლა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო ძალების ავიაიერიშის შედეგად ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტი. როიტერს და ფრანს-პრესს მოჰყავთ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის სიტყვები, რომ ის, რაც მოხდა საშინელებაა და იმედია, რუსეთი არაფერ შუაშია.

XS
SM
MD
LG