Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი


თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ. „პატრიოტთა ალიანსი“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მათ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, მათ კი მიაჩნიათ, რომ მეტი ეკუთვნით.„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს მანდატების დათმობა, თუმცა პარტია სამართლებრივ დავას განაგრძობს და მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG