Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაიმართა აქცია სამოქალაქო პირების დახოცვის გასაპროტესტებლად


ავღანეთის ქალაქ ფიროზ კოჰში ასობით დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს 31 ადამიანი, ამავე ქალაქში მცხოვრები ხალხი. ფიროზ კოჰში, რომელიც ცენტრალურ ავღანეთში, გორის პროვინციაში მდებარეობს, შეიარაღებულმა პირებმა შეკრიბეს ათობით ადამიანი და დახოცეს ისინი. ოფიციალური პირები ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს აკისრებენ პასუხისმგებლობას 26 ოქტომბრის ამ თავდასხმაზე. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა იყო შურისძიება წინა დღეს "ისლამური სახელმწიფოს" ადგილობრივი ლიდერის მკვლელობისათვის.

XS
SM
MD
LG