Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ სირიაში სკოლა დაბომბა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც რუსეთის და არც სირიის მთავრობის თვითმფრინავებს განუხორციელებიათ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მდებარე სკოლაზე იერიში, რომელმაც 28 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი შეიწირა. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას „სიცრუე“ უწოდა უფლებადამცველებისა და დასავლელი დიპლომატების განცხადებებს, რომ 26 ოქტომბერს სირიაში სკოლა დაბომბეს რუსეთის, ან სირიის თვითმფრინავებმა. იქვე ზახაროვამ თქვა, რომ სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი საერთაშორისო კოალიცია იწვევს ვითარების დესტაბილიზაციას. ამ კოალიციას აშშ ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG