Accessibility links

რუსეთი „არადამაჯერებელს“ უწოდებს სამხილებს სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ


რუსეთი „არადამაჯერებლად“ მიიჩნევს გაეროს კვლევის შედეგს, რომლის თანახმადაც სირიის ჯარებმა სამი იერიში განახორციელეს ქიმიური იარაღით. ამიტომ რუსეთი არ ემხრობა სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა გაეროს უშიშროების საბჭოს 27 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომლის გამოც მიზანშეწონილი იქნებოდა დამსჯელი ზომების მიღება. გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივ ანგარიშში მოყვანილი მასალით, სირიის მთავრობის ჯარებმა ქლორი გამოიყენეს სამი თავდასხმისათვის 2014 და 2015 წლებში. სანქციებს მოითხოვენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. „ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. სხვა გზა არ არსებობს“, განაცხადა გაეროში საფრანგეთის ელჩმა, ფრანსუა დელატრმა.

XS
SM
MD
LG