Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ახალი პროგრამა


ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის მიზანია დაეხმაროს საჯარო მმართველობის რეფორმას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ 30 მილიონი ევროთი დაფინანსებული, სამწლიანი პროგრამა სრულად შეესაბამება ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს საჯარო მმართველობის ეროვნულ სტრატეგიას. რეფორმა აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის ისეთსფეროებს, როგორიცაა პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოს მთავრობის ცნობითვე, საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, 2014 წლიდან ხორციელდება და ითვალისწინებს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, პასუხისმგებელიანი და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას და განვითარებას, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

XS
SM
MD
LG