Accessibility links

logo-print

გიორგი მღებრიშვილი: პოლიცია მობილიზებულია რათა არ დაუშვას რაიმე გართულება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პოლიცია მობილიზებულია, რათა არ დაუშვას რაიმე გართულება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 8 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში და ჩვენ მოქალაქეებს მიეცემათ ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება“ - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 30 ოქტომბერს საქართველოს 50 საარჩევნო ოლქში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური.

XS
SM
MD
LG