Accessibility links

logo-print

რუსეთში იმყოფებიან სირიელი და ირანელი მინისტრები, ალეპოში ინტენსიური ბრძოლის ფონზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა სირიელ და ირანელ კოლეგებს სირიაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ. ლავროვის განმარტებით, 28 ოქტომბერს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალემთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან შეხვედრა არის "თანამოაზრეთა ძალისხმევა", მოიფიქრონ სირიის კრიზისის "კონსტრუქციული მოგვარების გზა". რუსეთი და ირანი სირიის მმართველი რეჟიმის მთავარი მოკავშირეები არიან. სირიელმა მინისტრმა ვალიდ მუალემმა ლავროვს სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადასცეს სირიის პრეზიდენტისაგან მადლობა, "ტერორიზმის წინაღამდეგ ბრძოლაში" რუსეთის დახმარებისათვის. ამასობაში, ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა დასავლეთ ალეპოში მეამბოხეების სარაკეტო იერიშის შედეგად.

XS
SM
MD
LG