Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტები და აკრძალეს დამონსტრაციები


პაკისტანში პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერის, იმრან ხანის ათობით მომხრე. ამას გარდა, აიკრძალა საჯარო შეკრებები, რასაც ისლამაბადში ოპოზიციის აქტივისტებთან შეტაკებები მოჰყვა. 27 ოქტომბრის საღამოს პაკისტანში ათობით ადამიანის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი იმრან ხანი გამოვიდა მოწოდებით, 28 ოქტომბერს მთელს პაკისტანში გაიმართოს საპროტესტო აქციები მიუხედავად დემონსტრაციების აკრძალვისა. მთავრობის განმარტებით, ორთვიანი აკრძალვა ეხება პოლიტიკურ თავყრილობებს დედაქალაქ ისლამაბადში და ახლოს მდებარე რავალპინდიში, სადაც სამხედრო ძალების მთავარი ობიექტები მდებარეობს. მთავრობას ამ აკრძალვით, როგორც ჩანს, სურს არ დაუშვას დემონსტრაცია, რომელიც 2 ნოემბრისათვის დაგეგმა იმრან ხანის პარტიამ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მმართველობის გასაპროტესტებლად. იმრან ხანი წარსულში კრიკეტის ვარსკვლავი იყო და ახლა სათავეში უდგას პაკისტანის პარტია „თეჰრიკ ინსააფს“. ის ამბობს, რომ არ აპირებს დემონსტრაციაზე უარის თქმას. ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ჩვენს დემონსტრაციას, ეს არის ჩვენი კანონიერი, დემოკრატიული, კონსტიტუციური უფლებაო, - უთხრა მან 27 ოქტომბერს მხარდამჭერებს.

XS
SM
MD
LG