Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: "ისლამურმა სახელმწიფომ" 230-ზე მეტი ადამიანი დახოცა ერაყის ქალაქ მოსულში


გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელი, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი აცხადებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ", სულ ცოტა, 232 ადამიანი დახოცა ერაყის ქალაქ მოსულში. ოფისის პრესმდივნის განცხადებით, ექსტრემისტებს ათიათასობით ერაყელი სამოქალაქო პირი ჩაჰყავთ ამ ქალაქში, ცოცხალ ფარად მათ გამოსაყენებლად მაშინ, როცა ერაყის ჯარები და ქურთი მებრძოლები წინ მიიწევენ მოსულის დასაპყრობად. გაეროს მონაცემებით, ექსტრემისტებმა 19 ოქტომბერს დახოცეს 232 ადამიანი, რომელთაგან 190 კაცი ერაყის უშიშროების ჯარების ყოფილი ოფიცერი იყო. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესმდივნის განცხადებით, მოსულის შესახებ ინფორმაციის შემოწმება ძალიან ძნელია და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

XS
SM
MD
LG