Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს, გაააქტიუროს სირიის მთავრობის მხარდაჭერა


რუსეთი აპირებს, გაააქტიუროს სირიის მთავრობის მხარდაჭერა მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები სანქციებს უწესებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. რუსეთის გეგმაზე დღეს მოსკოვში გამოაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვალიდ ალ-მუალემთან და მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთი და ირანი სირიის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. ხუთშაბათს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 10 ადამიანს სირიის პრეზიდენტთან დაახლოებული პირებიდან. სანქციები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვას. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის პოლიტიკური და ეკონომიკური ზომები აქვთ მიღებული დამასკის წინააღმდეგ. დასავლეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG