Accessibility links

logo-print

სირიელმა მეამბოხეებმა წამოიწყეს იერიში ალეპოს გარშემო მთავრობის ჯარების ალყის გასარღვევად


სირიელი აქტივისტების ცნობით, მეამბოხეებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი იერიში ქალაქ ალეპოს გარშემო მთავრობის ჯარების ალყის გასარღვევად. სირიელი ოპოზიციონერები აღმოსავლეთ ალეპოში მდებარე რაიონებს აკონტროლებენ. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, 15-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ასამდე ადამიანი დაიჭრა მეამბოხეების სარაკეტო იერიშის შედეგად. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი, ხოლო სირიის არმია აცხადებს, რომ მოიგერია მეამბოხეების იერიში. 28 ოქტომბერს ალეპოში ინტენსიური ბრძოლების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა სირიელ და ირანელ კოლეგებს სირიის კონფლიქტზე სასაუბროდ. რუსეთი და ირანი სირიის მმართველი რეჟიმის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. ლავროვმა დღევანდელი შეხვედრა მოიხსენია „თანამოაზრეების ძალისხმევად“, მოძებნონ კონსტრუქციული გზა სირიაში კრიზისის მოსაგვარებლად. შეხვედრის შემდეგ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა მადლობა გადაუხადა რუს და ირანელ მოკავშირეებს. „ჩემთვის სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ ორივე მხარე (რუსეთი და ირანი) მზად არიან სირიის ეკონომიკური მხარდაჭერის გასაზრდელად, რათა ის გაუტოლდეს პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, რომელსაც ეს ორი მეგობარი ქვეყანა უწევს სირიას“.

XS
SM
MD
LG