Accessibility links

logo-print

აშშ-მა დაასრულა და დახურა რუსეთის პრესის ყოფილი მინისტრის ლესინის სიკვდილის საქმე


აშშ-ის მედია პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ დახურა რუსეთის პესის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ლესინის სიკვდილის გამოძიების საქმე და მიიჩნია ის უბედურ შემთხვევად. სიკვდილის შესახებ დასკვნაში წერია, რომ ლესინი 2015 წლის 4 ნოემბრის დილით მივიდა სასტუმროში, ვაშინგტონში, რამდენიმე დღის განმავლობაში ალკოჰოლის მუდმივი მოხმარების შემდეგ. სასტუმროს ოთახში მან თავის და სხეულის სხვა ნაწილების ძლიერი დაზიანებები მიიღო რამდენჯერმე დაცემის შემდეგ. გამოძიების თანახმად, მის გარდა ოთახში არავინ იყო. ადრე, გამოძიება დაზიანებების გაურკვეველ ბუნებაზე ლაპარაკობდა. ახლა გამოცხადდა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. თავიდან ლაპარაკი იყო გულის შეტევაზეც. მიხალ ლესინი 2004 წლამდე იყო რუსეთის პრესის, ტელე რადიომაუწყებლობის და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრი. შემდგომ ის იყო პრეზიდენტის მრჩეველი და ჰოლდინგ „გაზპრომ-მედიის“ მმართველობის თავმჯდომარე.

XS
SM
MD
LG