Accessibility links

logo-print

რუსეთი ვეღარ მოხვდა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში


რუსეთის ფედერაცია აღარ აირჩიეს მეორე ვადით გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს შემადგენლობაში. მანამდე უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოვიდნენ მოწოდებით, გაერიცხათ რუსეთი საბჭოდან. კენჭისყრის დროს რუსეთმა დათმო ხორვატიასთან და უნგრეთთან პაექრობა. რუსეთმა განცხადება შეიტანა კვლავ აირჩიონ ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან. რუსეთს ამ საბჭოს წევრობის ვადა წელს უმთავრდება. თითოეული ქვეყანა შეიძლება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში ზედიზედ მხოლოდ ორჯერ იქნეს არჩეული.

XS
SM
MD
LG