Accessibility links

დავით უსუფაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგს გამართავს და ნათელს მოჰფენს მითქმა-მოთქმას მის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ შესაძლო დატოვების შესახებ.”ამჟამად არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან არაფერი ვიცი. ბატონი დავითი ალბათ თავად გააკეთებს განცხადებას, რადგან ამხელა ამბავია ატეხილი. როგორც ვხვდები, ვიღაცამ რაღაცა თქვა და ჯერჯერობით ჰაერზეა ლაპარაკი”, - განუცხადა ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა. გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით უსუფაშვილი პარტიას ტოვებს, 29 ოქტომბერს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. დავით უსუფაშვილი საქართველოს ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე იყო 2005-2013 წლებში. დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა 2012 წლის ოქტომბრიდან.

XS
SM
MD
LG