Accessibility links

ავღანეთიდან დაბრუნდა მორიგი ქართული ქვედანაყოფი


სამშვიდობო მისიის შესრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ ძალებში, რომელიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ასრულებს. განხორციელებული როტაციის შედეგად, სამშობლოში დაბრუნებული თანამებრძოლების ნაცვლად, ავღანეთში 860 ქართველი ჯარისკაცი უკვე შეუდგა სამხედრო ამოცანების შესრულებას. საქართველო ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვნულ ოპერაციებში 2009 წლიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ ავღანეთში 31 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

XS
SM
MD
LG