Accessibility links

მოლდავეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება 20 წლის პაუზის შემდეგ


30 ოქტომბერს დილიდან მოლდავეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც პირველია ოცი წლის შემდეგ. 1996 წლიდან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანო ირჩევდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადი მეტოქეებად ითვლებიან პროევროპული კურსის მიმდევარი მაია სანდუ და სოციალისტი, 41 წლის იგორ დოდონი, რომელსაც სურს რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარება. წინასწარი გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვს იგორ დოდონს, რომელსაც სურს შეაჩეროს 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება. მოლდავეთის ყოფილი განათლების მინისტრი, პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ მხარს უჭერს უფრო მეტი რეფორმების განხორციელებას მოლდავეთის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მისაღწევად. მოლდავეთში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, გამეფებულია კორუფცია, რასაც უახლოეს წარსულში რამდენი სკანდალი მოჰყვა. ივნისის ბოლოს სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში დამნაშავედ სცნო და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა მოლდავეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ვლად ფილატს.

XS
SM
MD
LG