Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს


საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ცენტრალური სარჩევნო კომისიის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც 315 009 ამომრჩეველს უდრის. 50 მაჟორიტარულ ოლქში მანდატების მოსაპოვებლად იბრძვიან ის კანდიდატები, რომლებმაც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა პირველ ტურში ვერ შეძლეს. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა. ყველაზე დაბალი - 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 7.2% მივიდა.

XS
SM
MD
LG