Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლავრი მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ იტალიაში


6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ იტალიაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მრავალი შენობა დაინგრა. სტიქიის პირველ წუთებში, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს არ გაუვრცელებიათ. სამოქალაქო თავდაცვის ცნობით რამდენიმე ათეული ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ერთის მდგომარეობა სერიოზულია. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 7, 40 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს პერუჯასთან ახლოს მდებარე ქალაქი ნორჩასთან, სადაც მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები. დაზიანდა ქალაქში მდებარე ისტორიული წმინდა ბენედიქტის ბაზილიკა. იტალიაში ეს უკვე მეორე მძლავრი მიწისძვრაა ამ წელიწადში. აგვისტოს ბოლოს ქალაქ ამატრიჩეში მოხდა 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა, რის შედეგადაც 270-ი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG