Accessibility links

რომის პაპმა ლოცვა აღავლინა მიწისძვრით დაზარალებულებისათვის


რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს საყდარში გამართულ საკვირაო ლოცვაში ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრაზეც ისაუბრა და დალოცა ის ადამიანები, რომლებიც სტიქიური უბედურების გამო განსაცდელში ჩავარდნენ. „მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა მიწისძვრით დაზარალებული ცენტრალური იტალიის მოსახლეობისადმი. იქ დღეს დილითაც იყო მძლავრი ბიძგები. ვლოცულობ დაშავებულებისა და დაზარალებულებისათვის და ასევე მათ საშველად და დასახმარებლად მისული ადამიანებისათვის“, - განაცხადა რომის პაპმა. 30 ოქტომბერს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ იტალიაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მრავალი შენობა დაინგრა. სტიქიის პირველ წუთებში, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს არ გაუვრცელებიათ. სამოქალაქო თავდაცვის ცნობით რამდენიმე ათეული ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ერთის მდგომარეობა სერიოზულია. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 7, 40 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს პერუჯასთან ახლოს მდებარე ქალაქი ნორჩაში, სადაც მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები.

XS
SM
MD
LG