Accessibility links

logo-print

ალასანია ემიჯნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კამპანიას


ერთმნიშვნელოვნად ვმიჯნავ ჩემი პოზიციისგან და ,,თავისუფალი დემოკრატების" პოზიციისგან რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ წამოწყებულ კამპანიას ,,ქართული ოცნების" მხარდასაჭერად, - ასე ეხმიანება ირაკლი ალასანია ”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის და ,,თავისუფალი დემოკრატები" რჩებიან ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე მოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ ირაკლი ალასანიას ყოფილმა თანაგუნდელებმა, საკუთარ მომხრეებს მოუწოდეს, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მხარი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირონ. „ვრჩებით ერთგული იმ ღირებულებების, რითაც მოდიოდა ,,თავისუფალი დემოკრატები" აქამდე. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერთ ჩვენ მხარს, გარდა ჩვენი კანდიდატის თეიმურაზ გაფრინდაშვილისა", -განაცხადა ალასანიამ.

XS
SM
MD
LG