Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისიამ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები ამომრჩეველთა მონაწილეობის შესახებ


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 25.3% შეადგინა 15:00 საათის მდგომარეობით, რაც 626 954 ამომრჩეველს შეადგენს. კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 43% გამოცხადდა. ყველაზე დაბალი აქტივობა 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 14% მივიდა. „ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და დააფიქსიროს არჩევანი”,- განაცხადა ანა მიქელაძემ. 30 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. 50 მაჟორიტარულ ოლქში მანდატების მოსაპოვებლად იბრძვიან ის კანდიდატები, რომლებმაც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა პირველ ტურში ვერ შეძლეს.

XS
SM
MD
LG