Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დასრულდა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური


საღამოს 20 საათისათვის საქართველოს მასშტაბით გახსნილი ყველა სარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ცესკო 21:00 საათზე გაასაჯაროებს.ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რაც 17 საათის მდგომარეობას ასახავდა, ამომრჩეველთა აქტივობა იყო 31-%- , რაც 767 907 კაცს შეადგენს.

XS
SM
MD
LG